სოფლის მეურნეობა
01/12/2020
ვაშლის სუბსიდირების პროგრამა გახანგრძლივდა
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ვადა გახანგრძლივდა.
ხილის გადამამუშავებელი კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის მიღებას 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
პროგრამა წესით პირველ დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონკრეტულ დადგენილებაში ცვლილებები უკვე შევიდა.
შეგახსენებთ ის კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის სუბსიდიას გასცემს.