სოფლის მეურნეობა
03/05/2023

USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სასწავლო კურსი ჩატარდა

USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის (IPM) სასწავლო კურსი ჩატარდა.

სწავლების ფარგლებში მცენარეთა დაავადებების უახლესი დიაგნოსტიკის მეთოდები განიხილეს; ჩატარდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. მონაწილეებმა მცენარეთა დაცვის ყველაზე ეფექტიან და სრულყოფილ სისტემებზე იმსჯელეს.

სწავლებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტმა მანანა გურიელიძემ მიიღო.

ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის განმარტებით, დღესდღეობით აქტუალურია მცენარეთა დაცვის თანამედროვე ინტეგრირებული, ეკოლოგიური კონცეფციის განვითარება, რომელიც გვთავაზობს დაცვის უსაფრთხო საშუალებების და მეთოდების გამოყენებას.

მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელება, რაც ითვალისწინებს მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვებას, მათ გამოვლენას და დიაგნოსტიკას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023