ფოტო: ბოგდან ერიაშვილი / environment.cenn.org
სოფლის მეურნეობა
22/03/2022

UNDP-ი საქართველოში მდგარდი და კლიმატგონივრული ტყის მართვის ახალ პროექტს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

ბერესფორდის თქმით, იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, UNDP ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ახალ პროექტს „საქართველოში მდგრადი და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ განახორციელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით UNDP-ის განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, განიხილეს გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, ტყის კოდექსი და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონი.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, აგრარული მიმართულების მხარდამჭერი  პროგრამების პარალელურად, სხვა ტიპის პროექტების განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება.

საუბარი შეეხო ენპარდ 3-ის ფარგლებში „სოფლის მდგრადი განვითარების პროგრამის“ მნიშვნელობას და მიმდინარეობის საკითხებს.

საქართველოს მთავრობასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახორციელებს შვიდწლიან პროგრამას, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023