სოფლის მეურნეობა
21/06/2023

"უდაბნოში" წელს 200 ტონა ნუშის მოსავლის აღებას პროგნოზირებენ

„უდაბნოში“ წელს 200 ტონა ნუშის მოსავლის აღებას პროგნოზირებენ.  როგორც კომპანიის დირექტორმა ლადო ცინციბაძე, „აგროპარტნიორთან“  განმარტა, კომპანიამ პირველი მასშტაბური მოსავალი გასულ წელს  აიღო.

„ავიღეთ 200 ტონაზე მეტი ნუშის გული. პირველი ექსპორტი უკვე გვქონდა და  დუბაიში 30 ტონამდე ნუში გავიდა. ამ კუთხით გეგმები წელსაც გვაქვს. ნედლი ნუშის ძირითადი ნაწილი ჩვენს გადამამუშავებელ  ქარხანაში ბარდება, სადაც ხდება ნუშის მეორადი დამუშავება, რძის, ზეთის, ფქვილის მიღება. საწარმოდან კი მარაგდება სხვადასხვა ობიექტები: სასტუმროები, რესტორნები, ფიზიკური თუ კერძო პირები. 

ახლა რამდენიმეწლიანი გარდამტეხი პერიოდი გვაქვს, რადგან სრულად გადავედით ორგანულ მეუროენობაზე. ჩვენთან ნუშის მოსავლიანობა ნელ-ნელა გაიზრდება და არა ისე როგორც ინდუსტრიულ ბაღებშია, რადგან არ ვიყენებთ  შხამქიმიკატებს  და სხვადასხვა დანამატებს.  ამიტომ  ეტაპობრივად,  ნაბიჯ-ნაბიჯ  წინ მივდივართ,“- აღნიშნა  ლადო ცინცაბაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში ნუშის მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოს იწყება.

„შეიძლება ითქვას, ასეთი  მასშტაბებით ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ნუშის ბაღების გაშენება. დავინახეთ პოტენციალი ამ მიმართულებით, რადგან  ნუში ითვლება მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქტად, რომელზეც მოთხოვნა მზარდია.“- განმარტა „უდაბნოს“ დირექტორმა.

ცნობისთვის, კომპანია „უდაბნოს“ ნუშის ბაღები კახეთში, საგარეჯოს რაიონ სოფელ უდაბნოსთან ახლოს მდებარეობს. კომპანიამ  ბაღების გაშენება 2017 წლიდან დაიწყო.  ამ ეტაპზე კი ნუშის ბაღები 2000 ჰექტარზე აქვს გაშენებული.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023