სოფლის მეურნეობა
20/06/2023

ცხვრის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $3.4 მლნ-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  საქართველოში ცხვრის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $3.4 მლნ-ით გაიზარდა. ხუთ თვეში ჯამში $ 8.2 მლნ-ს ღირებულების ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. 2022 წლის იანვარ-მაისში კი  ეს მაჩვენებელი 4.8 მლნ დოლარი იყო.

ყველაზე მეტი მოცულობის, 4.6 მილიონი დოლარის ღირებულების ცხვარი საუდის არაბეთში გაიყიდა.  ექსპორტი აზერბაიჯანში, ერაყში, ქუვეითში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც განხორციელდა.

თვეების მიხედვით, ცხვრის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ასე ნაწილდება.

იანვარი  $330.8 ათასი

თებერვალი  $1.5 მლნ

მარტი  $1.7 მლნ

აპრილი $2.1 მლნ

მაისი  $2.6  მლნ

რაც შეეხება გასული წლის მთლიან მაჩვენებელს, 2022 წელს მთლიანობაში 22. 1 მლნ დოლარის ღირებულების ხოცხალი ცხვრის  ექსპორტი განხორციელდა.

agropartner.ge

Businesspartner