სოფლის მეურნეობა
20/01/2021

"ცივის ყველი" აშშ-ში გაყიდვების არეალს აფართოებს

ჩიკაგოს შემდეგ ქართული წარმოების ყველით ამერიკის სხვა ქალაქებშიც დაინტერესდნენ. “ცივის ყველი” უახლოს პერიოდში ნიუ-იორკშიც იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიამ საცდელი ნიმუშები უკვე გააგზავნა. აქტიურად გრძელდება ექსპორტი ჩინეთის მიმართულებითაც.

"თავდაპირველად პროდუქციას 3 თვეში ერთხელ ვაგზავნიდით, ახლა უკვე მოთხოვნა ისეა გაზრდილი ამერიკაში თვეში საშუალოდ 300-400 კილოგრამ ყველს ვაგზავნით. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, შემცირებული ტურიზმი და HoReCa სექტორის გაჩერება საკმაოდ პრობლემურია, მაგრამ იმედი მაქვს ამ კრიზისს დროულად დავძლევთ,” - ამბობს “ცივის ყველის” დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი.

ამ ეტაპზე, „ცივის ყველის“ ქარხანაში დღეში 2-3 ათასი ლიტრი რძე გადამუშვდება, თუმცა საწარმოს დღიურად 10 000 ლიტრის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.

„ცივის ყველი“ უკვე 12 წელია ბაზარზეა. საწარმო თელავში მდებარებს და 200-მდე სახეობის ყველს აწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე ამერიკაში და ჩინეთში გადის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023