სოფლის მეურნეობა
09/11/2020

წელს 40 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელიან - ყვითელი რთველი იწყება

ციტრუსის რთველი 20 ნოემბრიდან დაიწყება. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მიმდინარე წლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლელი 40 000 ტონაა.

„მთლიანი რაოდენობიდან 6-7 000 ტონა იქნება არასტანდარტული მანდარინი. არასტანდარტული ციტრუსისთვის უკვე მზადაა კონცენტრანტის დამამზადებელი ქარხანა, რომელიც მიიღებს პროდუქტს და გადაამუშავებს. ვფიქრობ, სეზონი წარმატებულად ჩაივლის,“ - განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

მისივე ინფორმაციით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 900 000-დან 1 მლნ ლარამდე თანხა გამოიყოფა.

„2020 წლის ბიუჯეტში უკვე გვაქვს გათვალისწინებული 500 000 ლარი, მომავალი წლის ბიუჯეტშიც გვაქვს დაგეგმილი 400 ათასი ლარის გამოყოფა. ჯამურად, 900 000-დან მილიონ ლარამდე თანხით შეგვიძლია დავასუბსიდიროთ არასტანდარტული ციტრუსი, თუმცა ვფიქრობთ, ამ რაოდენობის არასტანდარტული ციტრუსი არ გვექნება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს კარგი მოსავალი,“ - აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022