სოფლის მეურნეობა
08/02/2021
თხილის აგროკლიმატური მონაცემთა ბაზა შეიქმნა
თხილის შესახებ 3 წლის აგროკლიმატური მონაცემების ბაზა შეიქმნა.
საგრანტო პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა განახორციელა.
მონაცემთა ბაზის კვლევის ფარგლებში გამოვლინდა თხილის ის დომინანტური მავნებლები და დაავადებები რომელიც წარმოების პროცესს პრობლემებს უქმნის.
გამოიცა ბროშურა „თხილის მავნებელ-დაავადებები და მათი მართვა ბიომეურნეობაში“ .
პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტურ კვლევებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულია.