სოფლის მეურნეობა
11/03/2021

თენგიზ სვანიძე: ქართულ ჩაის აქვს პოტენციალი ეკონომიკაში წვლილი შეიტანოს

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ უკვე რამდენიმე ასეული ჰექტარია რეაბილიტირებული.

თენგიზ სვანიძის თქმით, პლანტაციების რეაბილიტაცია უფრო მოთხოვნადი ქვეყანაში ჩაის ფოთლის დეფიციტმა განაპირობა.

„ვინც დაინტერესებულია და უნდა ჩაის მიმართულებით რაღაც გააკეთოს ძალიან კარგი პროგრამაა. ქვეყანაში არის ფოთლის დეფიციტი და გადამამუშავებელი უფრო მეტია, ამიტომ პლანტაციის რეაბილიტაცია უფრო გახდა მოთხოვნადი. იმდენი არ გახდება ჩაი რამდენიც იყო, მაგრამ იმდენი მაინც რომ ვაწარმოოთ, რომ ადგლობრივ ბაზარზე პროცენტი გავზარდოთ და ნაწილი ექსპორტზეც გავიტანოთ - ამდენი შეგვიძლია გავაკეთოთ. ნაწილობრივ იზრდება, მაგრამ ძალიან მცირე ტემპებთ. ეს ისეთი ინდუსტრიაა უცებ ვერ გაზრდი, მაგრამ ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ აქვს ჩაის პოტენციალი რაღაც კვალი დაატყოს ქართულ ეკონომიკას,“ - ამბობს თენგიზ სვანიძე.

ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ჩაის თვითღირებულებაზე ელექტრონერგიისა და ელექტრომატარებლების გაძვირება ცუდად აისახება. მისი პროგნოზით, ხარისხიანი ჩაის თვითღირებულება აღნიშნულმა შესაძლოა 10%-15% -ით გაზარდოს.

როგორც თენგიზ სვანიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, იმ პოტენციალით, რაც დღეს ჩაის პლანტაციებს აქვს და იმ რაოდენობის ჩაის ფოთლით, რაც გვაქვს, შიდა ბაზარსაც ვერ დავაკმაყოფილებთ. მიზეზი ჩაის პლანტაციების შემცირებაა. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ინდუსტრიის შესანარჩუნებლად ქვეყანაში არსებული პლანტაციები უნდა შევინარჩუნოთ.

„შიდა ბაზრის დაკმაყოფილებასაც ვერ მოვახერხებთ მთლიანად რომ ავითვისოთ ის პლანტაცია, რაც არის დარჩენილი. არ გვეყოფა, ამიტო, რაც გვაქვს ის მაინც უნდა ავითვისოთ, რათა ეს ინდსტრია შენარჩუნდეს, შიდა ბაზრის რაღაც ნაწილი ავითვისოთ და მცირე ექსპორტზეც ვიფიქროთ - ეს არის მთელი პერსპექტივა," - ამბობს თენგიზ სვანიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022