სოფლის მეურნეობა
24/08/2022

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც დღეიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.

შტაბი კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. 

„წარმოება და ექსპორტი მზარდია და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ მიღებულია რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება",- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც, 2022 წლის რთველის განმავლობაში, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის - 0,35 ლარი. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

ოთარ შამუგიამ, შეხვედრაზე, ღვინის ხარისხის მნიშვნელობაზე აღნიშნა: "ქარხნებში უნდა ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება". მინისტრმა თქვა, რომ მომავალ წლებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიაზე მეტი რესურსი დაიხარჯება რეალიზაციის უკეთესი შედეგის მისაღებად.

მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო.

კახეთში ოთარ შამუგია მევენახე ფერმერებსაც შეხვდა და რამდენიმე ღვინის საწარმო დაათვალიერა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მევენახე დურმიშხან ბერუაშვილს 1,5 ჰექტარზე საფერავი, ქისი და ხიხვი აქვს გაშენებული. მევენახე ფერმერი მოსავლის ნაწილის ღვინის საწარმოში ჩაბარებას, ნაწილის თავად დაწურვას აპირებს.  მისი განცხადებით, რომ არა სუბსიდია, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი დანახარჯებსაც ვერ აანაზღაურებდა. მევენახე წლებია სარგებლობს სადაზღვევო პაკეტით და სხვა მევენახეებსაც ურჩევს მოსავალი დააზღვიონ. ადგილობრივი მევენახეების განცხადებით, წელს განსაკუთრებულად კარგ მოსავალს ელოდებიან და მოსავლის დაბინავებას ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე დაიწყებენ.

რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15-01 შეუძლია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023