სოფლის მეურნეობა
03/05/2023

ტექნოლოგიები მებაღეობაში – საერთაშორისო გამოფენაზე „აგროსფერომ“ ინოვაციური პროდუქცია წარადგინა

25 აპრილს, სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისში“ საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიები მებაღეობაში“:ტენდენციები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც სხვადასხვა კომპანიამ აგროპროდუქცია წარადგინა.

გამოფენის მონაწილე იყო „აგროსფეროც“, რომელმაც დამთვალიერებლებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს წარუდგინეს თანამედროვე მეტეო სადგურები, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები, აგრომეურნეობისთვის საჭირო საზომი ხელსაწყოები და წვეთოვანი მორწყვის სისტემები.

„გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ინოვაციურ აგრო-პროდუქტებსა და სოფლის მეურნეობაში არსებულ მოწინავე ტექნოლოგიებს. შევეცადეთ, თითოეული დამთვალიერებლის ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა და მიგვეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო პროდუქტსა თუ საკითხზე“, – ამბობს „აგროსფეროს“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძე.

კონფერენციის მსვლელობისას დარგის ექსპერტებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა გლობალური და რეგიონული ტექნოლოგიური ტრენდები მებაღეობაში, ზუსტი სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე მეტეო სადგურების, ავტომატიზაციის სისტემების, აგრო-დრონებისა და სხვა ტიპის მოწინავე ტექნოლოგიების როლი აგრომეურნეობაში და ა.შ.

კონფერენცია საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა EastFruit-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023