სოფლის მეურნეობა
12/09/2021

"ტარიბანა 2016" დედოფლისწყაროში გაშენებულ ბაღში ფსტის 235 ტონა მოსავალს ელოდება

"ტარიბანა 2016" 47 ჰა-ზე გაშენებულ ფსტის ბაღში პირველ მოსავალეს ელოდება.

ბაღი კომპანიამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გააშენა.

ფერმერი წელს სულ 235 ტონა მოსავლის მიღებას ელის.

47 ჰა-ზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

კომპანია “ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველადი წარმოების მხარდაჭერა. ტრადიციული კულტურების მხარდაჭერის პარალელურად ხელს ვუწყობთ ისეთი ჯიშების გაშენებას, რომელიც ახალი და უცხოა საქართველოსთვის, აქვთ მაღალი აგრო საექსპორტო პოტენციალი და შეუძლიათ კონკურენტუნარიანი პოზიცია დაიკავონ, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლების კუთხით. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი კულტურაა ფსტა,“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა ბაღის დათვალიერებისას.

საქართველოში პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300 ჰა-მდე ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023