სოფლის მეურნეობა
21/02/2022

თაფლი, ნატურალური წვენები, დაფნა - ქართულმა კომპანიებმა პროდუქცია Gulfood2022-ზე წარადგინეს

ქართული კომპანიების პროდუქცია დუბაიში, ცნობილ გამოფენაზე წარსდგა. Gulfood2022-ში 14-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ქართული კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, გამოფენაზე მერვედ მიიღეს მონაწილეობა

კომპანიებმა გამოფენაზე თხილეულის, ხილის პროდუქტები, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენები, ლიმონათი, თაფლი, დაფნა, მშრალი ხილი (ჩირის) და ჩაის პროდუქტები წარადგინეს.

გამოფენა ტრადიციულად დუბაიში გაიმართა, Gulfood-ს ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე წარმოდგენილია თითქმის ყველა ტიპის პროდუქტი, ალკოჰოლური სასმელების გარდა.

როგორც სააგენტოში ამბობენ, კომპანიები სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე შეირჩა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სააგენტოს მხარდაჭერით ზედიზედ მერვეჯერ იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში, ხოლო მონაწილე კომპანიები ყოველწლიურად პოზიტიური შედეგებით ბრუნდებიან, რაც ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარებასა და პროდუქტის ექსპორტზე გატანას გულისხმობს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023