სოფლის მეურნეობა
20/06/2023

სტატუსის მქონე აგროტურისტული ობიექტები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობის ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან. ცვლილებას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონპროექტით, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა 10 წლით არის გათვალისწინებული.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტი სტიმული იქნება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობებით დაინტერესებული პირებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას.

მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება უწყება, რომელიც შესაბამის სუბიექტებს მიანიჭებს აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის სტატუსს. 

ცვლილება "ტურიზმის შესახებ" კანონპროექტიდან გამომდინარე შემუშავდა და მისი ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 1 ივლისი.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი, ბეჟან წაქაძე.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023