სოფლის მეურნეობა
26/09/2021

"სომე დე ლ’ელევაჟ" - ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ფერმა დმანისში

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილ თანამედროვე მესაქონლეობის ფერმაში „სომე დე ლ’ელევაჟ“ 300 სული საქონელი ჰყავთ.

ფრანგული, სალერსის ჯიშის საქონელი გამოირჩევა სარგებლიანობით და კარგად ეგუება საქართველოს ბუნებრივ პირობებს.

მესაქონლეობის ფერმის „სომე დე ლ’ელევაჟის“ დამფუძნებელის, ჟაკ ფლოღის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

„სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს მხარდაჭერისა და აგროკრედიტის გარეშე, ამ პროექტში ინვესტირებისგან თავს შევიკავებდი, რადგან პროცესი არის ხანგრძლივი. ძალიან რთულია მოგების და სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენ დაგვჭირდა მიწის გაუმჯობესება, ქვებისგან გაწმენდა, რაც ძალიან ხარჯიანი და შრომატევადია. ამ ყველაფერს სახელმწიფო აგროკრედიტის გარეშე ვერ შევძლებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა სამინისტროსა და FAO-სგან. პროექტი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს“, - განაცხადა ჟაკ ფლოღიმ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქართულ ფერმერულ მეურნეობაში ახალი სიტყვაა, ინვესტიცია 6 მლნ-ია და მთლიანად აგროკრედიტია.

"პროექტის კონცეფცია აგებულია ისე, რომ თვითონ ფერმა და მისი საკვები ბაზა არის დაბალანსებული. დიდი კაპიტალდაბანდება ჩაიდო უშუალოდ ქვისგან მიწების გაწმენდაში, რათა ის სიკეთე, რომელიც ჩვენმა საძოვრებმა შეიძლება მოგვცეს, უფრო უკეთესად ყოფილიყო გამოყენებული და გაუმჯობესებულიყო. ჩვენს საძოვრებს, დღევანდელთან შედარებით, შეუძლია სამჯერ, ოთხჯერ მეტი სულადობა გამოკვებოს გაუმჯობესების და მეტი მოვლის შემთხვევაში. ვულოცავ ფერმის მესვეურებს თანამედროვე კონცეფციით ახალი ფერმის აშენებას და წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

თანამედროვე სტანდარტის ფერმის მუშაობაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტები - ვეტერინარები, ნუტრიციონისტები და ტექნიკოსები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022