სოფლის მეურნეობა
28/03/2023

სოლომონ პავლიაშვილი თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა

სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა.

გორში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებული სიახლეები და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

„აკვაკულტურის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის წარმოებისთვის, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიულად შემოწმება. შესაბამისად,  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებით", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის, მათ შორის, თევზის დაავადებების  კვლევის მეთოდები.

გორში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023