სოფლის მეურნეობა
29/03/2023

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოში პირველია, რომელსაც  რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გუნდი 2015 წლიდან მუშაობს აღნიშნული სტატუსის მოპოვებისთვის. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიის ქსელში რეფერენს კვლევების ჩატარება სამი ძირითადი მიმართულებითაა შესაძლებელი, ესენია სურსათის კვლევა, ცხოველთ დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

ლაბორატორიის გუნდი აქტიურად მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან; წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და კონსულტაციების შედეგად, ლაბორატორიას რეფერენს სტატუსი მიენიჭა.

რეფერენს ლაბორატორიის სტატუსის ქვეშ მოიაზრება იმ უფლებამოსილების მქონე ლაბორატორია, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის რეფერენტულ ლაბორატორიულ გამოცდას ატარებს.

ლაბორატორიას ეძლევა უფლებამოსილება, ჩაატაროს რეფერენტული გამოცდები სადაო საკვლევ ნიმუშებზე. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შეუძლია ჩაუტაროს სწავლებები ყველა დაინტერესებულ ლაბორატორიას სპეციალისტების გადამზადების მიმართულებითა და სხვადასხვა კვლევის მეთოდების დანერგვის მიზნით.

ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებული პირებს უკვე საშუალება აქვთ, ადგილზე მიიღონ იმ საერთაშორისო რეფერენტული გამოცდების შედეგები, რომლებიც აქამდე მხოლოდ სხვა ქვეყნის რეფერენს ლაბორატორიებში იყო ხელმისაწვდომი.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში არსებული რეფერენს კვლევების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლაბორატორიის ვებგვერდზე: 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023