სოფლის მეურნეობა
18/06/2021

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა.

როგორც ლაბორატორიაში განმარტავენ, ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია და ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები აკრედიტებულია, ნიშნავს - ლაბორატორიის მიერ გაცემული შედეგები არის უტყუარი და საერთაშორისოდ აღიარებული.

მიმდინარე წელს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ ლაბორატორიის შემოწმების შედეგები შეფასდა დადებითად და მოხდა ახალი სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება.

რეაკრედიტაცია ყოველ ოთხ წელიწადში ერთჯერ ტარდება ,ასევე ლაბორატორიაში აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტების მიერ ხორციელდება ყოველწლიური შეფასება.

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა არსებული მეთოდების რეაკრედიტაცია; გარდა ამისა, აკრედიტაციის პროცესში მაღალი შეფასებები მიიღეს ლაბორატორიის სპეციალისტებმა.

პანდემიით შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, დადგენილი რეგულაციების დაცვით, სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ლაბორატორიის სპეციალისტები ყოველდღიურად ატარებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის კვლევებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023