ფოტო: elements.envato.com
სოფლის მეურნეობა
30/09/2022

სირაქლემების ფერმა მარტვილში - ობიექტი ტურისტული დანიშნულებით განვითარებას გეგმავს

მარტვილში, ერთ-ერთ ფერმაში ფრინველთა უჩვეულო სახეობები მოაშენეს - სირაქლემები, ფარშევანგები, ხოხბები და დეკორატიული ქათმები ტრადიციული სახეობების - ძროხებისა და ღორების გვერდით თანაარსებობენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფერმის თანადამფუძნებელმა გიორგი ასრატიანმა განუცხადა, ფერმის შემქნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა.

„როდესაც პანდემია დაიწყო და ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტი გაჩნდა ბაზარზე, ვიფიქრეთ, რომ ძროხები შეგვეძინა და რძე, ყველი და სხვა პროდუქტები მიგვეწოდებინა ბაზრისთვის. შევიძინეთ ჰოლშტაინის ჯიშის ძროხები და ღორები, რომელთაგანაც უქოლესტორინო, დიეტური ხორცი მიიღება. პარალელურად კი, ევროპიდან სხვადასხვა ფრინველის კვერცხი ჩამოვიტანეთ, შევიძინეთ ინკუბატორები და შედეგად, ყველა ფრინველი საქართველოში გამოიჩეკა,“ - აცხადებს გიორგი ასრატიანი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე ინფორმაცით, სირაქლემებს ძირითადად, დეკორატიული დანიშნულებით ყიდულობენ. მოთხოვნა დიდი არაა, თუმცა, წყვილი ზრდასრული სირაქლემას ფასი $3 ათასიდან $5 ათასამდეა.

გარდა დეკორატიული ფინველებისა, ფერმა ტურისტული პროდუქტების შეთავაზებასა და განვითარებას გეგმავს.

„მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახუნაოში გვაქვს რანჩოს ტიპის სახლი და სივრცე. ამ დროისთვის ვცდილობთ, რომ ეკოტურისტულად მოვემზადოთ და ჩვენს ტერიტორიაზე სარესტორნო ობიექტი და კოტეჯები განვათავსოთ“ - ამბობს ფერმის დამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023