სოფლის მეურნეობა
05/07/2021

შიდა ქართლში, პროგრამით "დანერგე მომავალი" ბლის ბაღი 204 ჰექტარზეა გაშენებული

შიდა ქართლის რეგიონში,  პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი  204 ჰექტარზეა გაშენებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახლადგაშენებული ბლის ბაღი დაათვალიერეს.

„პროგრამა „დანერგე მომავალი” სტრატეგიული მნიშვნელობისაა მეხილეობის განვითარებისთვის და განსაკუთრებული წარმატებით მუშაობს. პროგრამაში მრავალი ფერმერია ჩართული და, ყოველწლიურად, სულ უფრო პოპულარული ხდება. წელსაც ფერმერების მხრიდან განსაკუთრებული აქტივობაა. შვიდი ათასზე მეტი კონტრაქტია გეგმაში, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია. კომპანიის „ჩერი.ჯე” ბლის ბაღი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გაშენებული და რაც ძალიან სასიხარულოა, მათ ქართული წარმოების სარწყავი სისტემები აქვთ, ასევე, ადგილზე დამზადებული სეტყვის საწინააღმდეგო კონსტრუქციები, ბეტონის ბოძები, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში იწარმოება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი შპს „ჩერი.ჯემ“  11 ჰექტარზე გააშენა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება  112,000 ლარია.  ჭაბურღილის მოსაწყობად, კომპანიამ 18,000 ლარის დაფინანსება მიიღო. „ჩერი.ჯე“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. ბლის ბაღის გაშენებისთვის, სესხის თანხა  1,5 მლნ ლარს აჭარბებს. 

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 12.9 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 81.1 მილიონ ლარს აჭარბებს 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023