სოფლის მეურნეობა
02/07/2020

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩაის გადამუშავებასაც დაასტიმულირებს

„შეღავათიანი აგროპროექტის პროგრამას“ ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას გულისხმობს.

ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე სესხის თანხა 20 000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე განისაზღვრება, სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 თვით განისაზღვრება.

„ჩაი საქართველოში სოფლის მეურნეობის ტრადიციული სექტორია, რომელსაც სახელმწიფო ეხმარება. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის, შემგდგომში გადამამუშვებელი ინდუსტრიის თანადაფინანსების და მნიშვნელოვანი საგრანტო თანადაფინანსების პროგრამა გვაქვს, სადაც ხშირ შემთხვევაში ფაქტობრივად თითქმის 100%-მდე არის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გარკვეული მიმართულებების. ახლა ჩვენ ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას შეღავათიან აგროკრედიტში საბრუნავი საშუალებების თანადაფინანსებით, რაც გულისხმობს, რომ 12-თვიანი საბრუნავი საშუალებების საკრედიტო დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საპროცენტო თანადაფინანსებას ვახდენთ, ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად სუბსიდირებას აკეთბს პროცენტის, რაც გადამამუშვებელი ინუსტრიისთვის, ჩაის საწარმოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, რომ მათ მეტი და მეტ ფასად შეიძინონ ჩაი ჩვენი მოსახლეობისგან, ფერმერებისგან და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შეღავათს მიიღებენ მეწარმეებიც ძირითადად ჩაის მწარმოებელ რეგიონებში: გურიაში, სამეგრელოსა და ასევე იმერეთის რეგიონებში. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემტხვევაში საქართველოს მთავრობამ რეგიონებიდან მომდინარე ინიციატივა გაითვალისწინა.