სოფლის მეურნეობა
28/01/2021

შალვა ხეცურიანი: ტვინების ყიდვა გვჭირდება, ეს ღვინის სამშობლოს სტატუსს არ წაგვართმევს

სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ღვინის სექტორში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. შალვა ხეცუარიანი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა განათლებაა.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანას ღვინის მიმართულებით ახალ საფეხურზე სჭირდება ასვლა, რისთვისაც პირველ რიგში სწორედ მეღვინეებისა და მევენახეების განათლების დონის ამაღლებაა საჭირო.

„თავი და თავი ყველაფრის არის განათლება, სადაც მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ უნდა ვიყიდოთ ტვინები ამ მიმართულების განსავითარებლად და ეს საერთოდ არ გვართმევს ქართველობას და მით უმეტეს ღვინის სამშობლოს სტატუსს. განათლების ყიდვა არ ნიშნავს ვინმესგან რაიმეს გადმოღებას, მაგრამ უფრო გამოცდილი ქვეყნებისგან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება გაგვაძლიერებს. ჩვენ ვერ განვაცვიფრეფთ მსოფლიოს დიდი მოცულობის ღვინის წარმოებით, აქცენტი სხვა დეტალებზე უნდა გაკეთდეს,“ - შალვა ხეცურიანი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი

პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ გზას სომელიეთა ასოციაციაში უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის დაქირავებაში ხედავენ. გაერთიანებაში განმარტავენ, ცოდნის შემოსატანად და საჭირო სტრატეგიის შესამუშავებლად ქვეყანამ უცხოელი სპეციალისტებისგან გამოცდილების გასაზიარებლად აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022