სოფლის მეურნეობა
16/06/2023

შალვა ხეცურიანი: ჩვენი ღვინის საექსპორტო ფასი ჯერ კიდევ $2-ს ქვემოთაა

ქართული ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა და გაიზარდა მისი ექსპორტიც. ამის მიუხედავად გამოწვევად რჩება ქართული ღვინოს მაღალ საფასო სეგმენტში გადასვლა. სომელიეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ძვირად ღირებულ ღვინოებს შორის მოხვედრას, ვენახების კადასტრების პროგრამა ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. 

"ჩვენ სხვადასხვა სეგმენტში ვართ, სხვადასხვა სეგმენტში სხვადასხვა დონის წარმომადგენლობაა. დიდ პირამიდაში, ძირითადი 10-12 საფასო სეგმენტი რომ განვიხილოთ, ჩვენ ჯერ საშუალოს ქვემოთ ვართ, ჩვენი საექსპორტო ფასი ჯერ კიდევ 2 დოლარს ქვემოთაა. 

საშუალოზე ზემოთ, მაღალ სეგმენტში ჯერ იმდენი წარმომადგენლობა არ არის, რა პოტენციალიც აქვს ქვეყანას, ჩვენს ვენახებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ვენახების კადასტრების პროგრამა, რომელიც ახლა სრულდება, რადგან სწორედ ამ კადასტრებზე უნდა დაშენდეს ვენახების კლასიფიკაცია. ეს მოგვცემს ძალიან კარგ ძალას, შევძლოთ, მაღალ სეგმენტში უფრო გასაგები ვიყოთ ჩვენი მომხმარებლისთვის, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ", - აცხადებს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი. 

მისი თქმით, სწორი მარკეტინგით, საქართველო სხვადასხვა საექსპორტო ბაზარზე გაცილებით ცნობადი გახდა. 

"ჩვენ აღმოვჩნდით ღვინის რუკაზე ღვინის ისტორიით, ახლა დრო მოვიდა, აღმოვჩნდეთ ღვინის რუკაზე ღვინოებით. ამას სჭირდება სწორედ ვენახების კლასიფიკაცია, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს მხოლოდ საავტორო ღვინოების ქვეყანა, რაც ძალიან კარგია, არამედ იყოს, ვენახების და ადგილების ქვეყანა", - აღნიშნა შალვა ხეცურიანმა. 

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023