სოფლის მეურნეობა
29/06/2021

სეს: რუსეთში ქართული ატმისა და ლურჯი მოცვის ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება

ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული  შეზღუდვები არ მოქმედებს, - რუსეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმიანება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დღეის მონაცემებით, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი.   

"აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა. ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე  იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. 

იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს", - განმარტებულია სეს-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ ფერმერებს რუსეთში აგროპროდუქტების გატანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, საუბარია, მათ შორის მოცვის, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022