სოფლის მეურნეობა
10/08/2021

სეს: ევროკავშირში ქართული თხილის შემოწმების სიხშირე 20%-მდე შემცირდება

ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების სიხშირე შემცირდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება.

კომიტეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და, აფლატოქსინებით დაბინძურებისგან თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მიერ 2020 წელს გატარებული ღონისძიებები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს.

გადაწყვეტილება ევროკომისიის (EU) 2019/1793 განმახორციელებელი რეგულაციის I დანართში აისახება და გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ამოქმედდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023