სოფლის მეურნეობა
12/10/2020

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA კიდევ ერთ შატოს გახსნის

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA საქართველოში კიდევ ერთ შატოს გახსნის.

როგორც Schuchmann Wines Chateau-ს გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა გადაცემაშ „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა, ახალ პროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„საინვესტიციო მიმართულებით ჩვენი გეგმები არ შეცვლილა, პირიქით, დავაჩქარეთ გარკვეული პროექტების რიგითობა, მოვლენების გადაფასების გამო. საუბარია ჩვენი ბრენდის სხვადასხვა რეგიონში წარდგენაზე - იქ სადაც ნაკლებად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურაა“, - აღნიშნა ნუცა აბრამიშვილმა.

მისი თქმით, კახეთში არსებული  კონცეფციის ახალი შატო დასავლეთ საქართველოში გაიხსნება.

„ეს არის ზუსტად ჩვენი კონცეფციის გამეორება, ღვინის, გასტრონომიისა და სპის მიმართულებით. ჩვენი მიზანია ტურისტულად ნაკლებად განვითარებულ  რეგიონებში Schuchmann -ის ბრენდის წარდგენა. კონცეფციას ვინარჩუნებთ. ჩვენი ამოსავალი არის ღვინო და მეღვინეობა, საქართველო არის 8000 წლიანი ტრადიციის ქვეყანა, ყველა რეგიონი იძლევა იმის საშუალებას, რომ  ღვინოც გავიმეოროთ“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023