სოფლის მეურნეობა
19/07/2022

სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ "აგრომაქს დეკორი" ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო.  კომპანიამ, ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, ინვესტიცია 500,000 ლარზე მეტი განახორციელა, მათ შორის, 350,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა.

„ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება ხდება. მაშინ როდესაც, ძირითადად, იმპორტირებული ნერგებით შენდება ჩვენი ახალი ბაღები, მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვაქვს სანერგე მეურნეობა, რომელიც ბაზარს  ადგილობრივი წარმოების ნერგებით მოამარაგებს“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კომპანიის „აგრომაქს დეკორი“ ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის საქმიანობის გაცნობისას.

სანერგე მეურნეობაში, სადაც ლურჯი მოცვის 4 ჯიშის 200,000 ერთეული  ნერგი იწარმოება, 40 ადგილობრივია დასაქმებული. „აგრომაქს დეკორი“ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ ფარგლებში რეგისტრირებული კვალიფიციური სანერგეა.

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსებულია  11 სანერგე მეურნეობა, ინვესტიციის ოდენობა 5 მლნ ლარს აჭარბებს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023