ფოტო: simplotfoods.com
სოფლის მეურნეობა
21/03/2022

სამაცივრე მეურნეობის მოწყობაზე კოოპერატივები 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად კიდევ ერთი პროგრამა განხორციელდება. 

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების" სახელმწიფო პროგრამის პირობებით, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბოსტნეულის შესანახად. 

500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს, მისი ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს და არაუმეტეს 450 000 ლარს. 

"ფერმერები, რომლებიც ბოსტნეულის კულტურის წარმოებას ახორციელებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი. თუ ისინი მთავრობის კონკრეტული დადგენილებით გაწერილ პირობებს დააკმაყოფილებენ, ისინი ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ თანადაფინანსებას გრანტის სახით მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. 

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ ფერმერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, ყველა სტანდარტის დაცვით, შეინახონ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი და მიაწოდონ ისინი ბაზარს პერიოდულად, იმ პირობებით, რომელიც მათთვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023