სოფლის მეურნეობა
08/04/2022

საქსტატი სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ახალ საერთაშორისო პროექტში ერთვება

საქსტატი სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ახალ საერთაშორისო პროექტში ერთვება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ახალ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება და „50 X 2030 ინიციატივის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

ახალი პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერა, მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) საბაზისო ინდიკატორების წარმოების ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელებაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გარდა, მსოფლიო ბანკი (WB) და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში საქსტატის მიერ დაგეგმილია სპეციალური გამოკვლევის ჩატარება, რომლის საველე სამუშაოების განსახორციელებლად საქსტატს გადმოეცა საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და პლანშეტები.

საქსტატის ჩართულობა „50X2030 ინიციატივაში“ 2025 წლამდე გაგრძელდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023