სოფლის მეურნეობა
12/11/2020

"სახელმწიფო ცდილობს ფერმერებს ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაუწყვიტოს"

ბოლო პერიოდში სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ის გამოწვევა, რასაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჰქვია, მაქსიმალურად გადაუწყვიტოს ფერმერებს და ეს ინიციატივაც ამას ემსახურება, - ასე ეხმაურება კომპანია „აგროსულუშენის“ დირექტორი დიანა ბერია მთავრობის დაანონსებულ ინიციატივას, რომელიც ფერმერებს საგარანტიო სქემაში ჩართვას მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანადაც შეძლებენ.

როგროც ბერია აცხადებს, ეს კარგი ინიციატივაა იმ მცოდნე, საქმიანი ადამიანებისთვის, ვისთვისაც პრობლემა შეიძლებოდა ყოფილიყო ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ამ ტიპის პროექტები, სექტორში ინვესტირების დამატებით სტიმულს იძლევა.

„სამწუხაროდ, ამის გამო, ხშირად სექტორი იზიდავს იმ კონტიგენტსაც, რომელსაც ამ მიმართულებით არ გააჩნიათ ცოდნა და გამოცდილება, რათა წარმატებით მართონ ბიზნესი. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ნებისმიერი მასტიმულირებელი პროგრამა, იქნება ეს გრანტი, შეღავათიანი კრედიტი, თუ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, შეიძლება გარკვეულწილად რისკის შემცველი იყოს. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ბენეფიციარის მიერ ბიზნეს იდეის კვალიფიციურად შედგენა.

არცერთ შემთხვევაში, ბენეფიციარმა არ უნდა გადადგას ნაბიჯი დაფინანსების მოპოვებისკენ, თუ მას გუნდში არ ჰყავს კვალიფიციური სპეციალისტები. ეს რისკები კარგად უნდა იქნეს მიწოდებული დაინტერესებული პირებისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, საფინანსო ინსტიტუტების როლი დაკრედიტების ნაწილში. მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორად მოახდინონ ბენეფიციარის იდეის შეფასება, რათა რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული,“ - აცხადებს ბერია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022