სოფლის მეურნეობა
27/11/2020

საქართველოში ზეთისხილის კულტურის განვითარებაზე საერთაშორისო საბჭო იზრუნებს

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ, რომელიც   მსოფლიოში ზეთისხილის მოსავლის 97%-ს და ტრეიდინგის 74%-ს აკონტროლებს, საქართველოში ზეთისხილის კულტურის და ზოგადად, დარგის განვითარება თავის თავზე აიღო.

როგორც  ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ამას საბჭო დააფინანსებს. მათ შორის, ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოში გაკეთდება საერთაშორისო ლაბორატორია, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის სერთიფიკატებს გასცემს.

სვანიძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში საბჭო გამოაგზავნის აგრონომებს.

რა მოცულობის იქნება საგრანტო პროგრამა და საქართველოში ზეთისხილის  კულტურის განვითარებაში რა ფინანსური რესურსი დაიხარჯება, სვანიძე ვერ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ პროგრამა მინიმუმ 10 წლიანი იქნება.

„ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი და  ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდინეტი თვლის, რომ ზეთისხილის ინდუსტრიას იმდენად მიმზიდველი მახასიათებლები აქვს, რომ ის სავარაუდოდ უკან ჩამოიტოვებს საქართველოსთვის ისეთ ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიცაა თხილი და ყურძენი.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო არის გაეროს ეგიდით დარეგისტრირებული, სადაც  48 ქვეყანა ერთიანდება. ეს არის უკვე 60 წლიანი ორგანიზაცია, საქართველო  კი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წელს გახდა. საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი სვანიძეა.

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში  48 ქვეყანა ერთიანდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022