სოფლის მეურნეობა
16/11/2021

საქართველოში ცხვრის რაოდენობა 26%-ით შემცირდა

მეცხოველეობის სფეროში ვარდნაა. ქვეყანაში შემცირებულია ღორის რაოდენობა, შემცირებულია ფრინველის რაოდენობაც, ზრდა მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვის რიცხოვნებაშია და ისიც მცირედი.

ყველაზე მეტი კლება კი ცხვრისა და თხის რაოდენობაშია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 2021 წლის III კვარტალის ბოლოსათვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით შემცირდა და ქვეყანაში ფერმერებს სულ 764 600 სული ცხვარი და თხა ჰყავთ.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა, 972 200-მდე. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 441 700-ია (-3.2%).

ღორის რაოდენობა 233 000 სულია, 8.3%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4%-ით  არის შემცირებული და 10.3 მლნ ფრთაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023