სოფლის მეურნეობა
16/08/2022

საქართველოში ცხვრის რაოდენობა 23%-ით შემცირდა

საქართველოში ცხვრის რაოდენობა შემცირდა.

2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის ფერმერებს 954 600 სულ ცხვარი და თხა ჰყავთ, რაც 23%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ქართული ცხვრის ექსპორტი. საქსტატის მონაცემებით, მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 6,352 მლნ დოლარის (1 913 ტონა) ცოცხალი ცხვარი გავიდა, რაც წლიურად 25.6%-იან ვარდნას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ცხვრის ექსპორტის ძირითადი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთია. სწორედ აქ იყიდება ქართული საექსპორტო ცხვრის 40%. საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა აზერბაიჯანია 22%-იანი წილით, მესამე პოზიციაზე კი იორდანიაა (17.5%). მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი 2021 წელს განახლდა. იორდანიამ საქართველოს ბაზარი სომხური ცხვრის გამო 2015 წელს დაუკეტა, მიზეზი ის იყო რომ იორდანიაში საქართველოდან სომხური ცხვარი შედიოდა, რამაც მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023