სოფლის მეურნეობა
16/12/2020

“საქართველოში სოფლის მეურნეობა სტაბილურად პროგრესირებს“ - შოთა გულბანი

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოში სოფლის მეურნეობა სტაბილურად პროგრესირებს“-ასე ეხმაურება ეკონომისტი შოთა გულბანი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის შესახებ გამართულ პრეზენტაციას.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებზე და პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ზოგადად, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ისეთი სექტორია, სადაც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საგრძნობი პროგრესი რთულად მისაღწევი ამოცანაა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების აქცენტირებული მხარდაჭერით და მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით, გარკვეული დადებითი კონტურები იკვეთება. მაგალითად, თუ შევხედავთ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელს, 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით გაზრდილია 43%-ით, ხოლო სექტორის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება 44%-ით.

ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში ფუნქციონირებადი ბიზნესის გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 163%-ით. ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ადგილობრივად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება იზრდება“,-წერს სოციალურ ქსელში შოთა გულბანი.

მისი განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია ღვინის ექსპორტი. რომ ავიღოთ, 2012 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ღვინის ექსპორტი 243%-ით გაიზარდა, რასაც თან ერთვის ის ფაქტი, რომ საქართველოში მევენახეობამ აზრი შეიძინა და ის წამგებიანი ბიზნესი აღარ არის.

არც ხელისუფლებას უწევს ყურძნის სუბსიდირება. თუმცა, პანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორის დახმარება 2020 წელს ისევ გახდა საჭირო და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ მიერ მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად 310 მილიონი ლარი შეადგინა.

„გარდა ამისა, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ პანდემიის პროცესში, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერების მხარდასაჭერად მობილიზდა 300 მილიონი ლარი, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, დღეს მოქმედი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ნაწილდება. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაინტერესებული მოქალაქეებისათის, ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასაფართოებლად, ასეთი შესაძლებლობები და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. მხოლოდ სურვილი და მზაობა არის საჭირო ამ საქმით დაინტერესებული მოქალაქეების მხრიდან, ხოლო სახელმწიფო პრაქტიკულად ყველა იმ პრობლემას უწყვეტს ფერმერს, რაც ადრე შეუძლებელს ხდიდა სოფლის მეურნეობაში სარფიანი საქმის წამოწყებას. ეს არის ძვირი საბანკო პროცენტის თანადაფინანსება, ეს არის საგარანტიო მექანიზმი, როდესაც ბანკი უძრავი ქონების უზრუნველყოფას ითხოვდა სესხის გაცემის სანაცვლოდ, ეს არის სხვა ტიპის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ“,-წერს შოთა გულბანი ,,ფეისბუქის „ საკუთარ გვერდზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022