სოფლის მეურნეობა
22/07/2021

საქართველოში 70 000 ტონა თხილის მოსავალს ელიან

თხილის მოსავლის აღება თვის ბოლოდან დაიწყება.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, საპროგნოზო მაჩვენებელი პოზიტიურია და ფაროსანამდელ პერიოდსაც კი აღემატება.

გაერთიანებაში მიმდინარე წელს 70 000 ტონამდე მოსავალს ელიან, აქედან დაახლოებით 15 000 ტონა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოვა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებლი გასული წლის ნიშნულს დაახლოებით 15%-ით აღემატება.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, ქართული პროდუქტი ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ ხარისხიანია და შესაბამისად ექსპორტიც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება. საექსპორტო მოსავლის 80%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის. განსაკუთრებული ინტერესი გერმანიიდან და იტალიიდან არის.

„ფაროსანასთან ბრძოლის პარალელურად საკმაოდ ამაღლდა ცოდნა ქართველ ფერმერებში როგორც სხვადასხვა მავნებელთან ბრძოლის შესახებ ასევე მოსავლიანობის ზრდასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე შედეგები უფრო უმჯობესდება. წელს მაგალითად ფაროსანამდელ პეროდსაც კი გადავუსწრებთ. ასეთია პროგნოზი. 30 000 ჰექტარზე მეტის მენეჯმენტს ვახორციელებთ და მოსავალის საშუალო ოდენობა წელს დაახლოებით 55-60 ათასი ტონა იქნება. ამას ემატება მოსავალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელიც საშუალოდ 10-15 ათასი ტონა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ნაწილი პროდუქციის გადის ექსპორტზე, ხარსიხობრივად კი ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ რაც ევროკავშირს აქვს,“ - განმარტავს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა.

 

Businesspartner