სოფლის მეურნეობა
13/12/2021

საქართველოს ირიგაციასა და მიწაზე ინვესტიციების ინტეგრირებული მიდგომების შემუშავებაში WB დაეხმარება

საქართველოს ირიგაციასა და მიწაზე ინვესტიციების ინტეგრირებული მიდგომების შემუშავებაში მსოფლიო ბანკი (WB) დაეხმარება, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მსოფლიო ბანკის მისიის მხარდაჭერით, საქართველოში ორი მნიშვნელოვანი - საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, მიმდინარეობს, ასევე იგეგმება საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობის ირიგაციისა და მიწის პროექტის განხორციელება.

მხარეებმა GILMDP და GRAIL პროექტების სამოქმედო გეგმები განიხილეს.

ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ GILMDP პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა, სწორად შეფასდეს სარწყავი სისტემის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და განსახორციელებელი ღონისძიებების ობიექტური ანალიზი და მხარდაჭერა მოხდეს.

GRAIL პროექტთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის მისიამ დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მთავრობის ძალისხმევას სოფლის მეურნეობაში, ირიგაციასა და მიწაზე ინვესტიციების ინტეგრირებული მიდგომების შემუშავებაში ფერმერებისა და ზოგადად ეკონომიკის სასარგებლოდ, მათ შორის, კლიმატის მდგრადობას, რომელიც საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებას შეუწყობს ხელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023