სოფლის მეურნეობა
05/11/2020

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ამჯერად ბანკის ჩართულობით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. ბანკის ინვესტიცია, რომელიც 70,000 ლარს შეადგენს, საკალმახე ავზების მოწყობას, საკალმახის გაფართოვებასა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამაცივრე მეურნეობაც, რამაც მეწარმეს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ახალი შესაძლებლობები მისცა.

საკალმახემ საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ბიზნესი. საკალმახე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას თბილისის საცალო მაღაზიებსა და ნიკორაში ახდენს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკის განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტში დასაქმებულებს და აგრობიზნესებს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას “,-  განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის  საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022