სოფლის მეურნეობა
28/12/2021

საქართველომ თხილის ექსპორტიდან $77.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ქართული თხილის ექსპორტიდან ქვეყნისთვის შემოსავლები იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17 000 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 77.2 მლნ დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული თხილის მოცულობა წლიურად 28%-ით, ღირებულება კი 10%-ით გაიზარდა.

ქართული თხილის ყველაზე დიდი მომხმარებელი იტალიააა, სადაც ამ პერიოდში 7 054 ტონა ქართული თხილის გავიდა, ექსპორტიორ ევროპულ ქვეყნებს შორისაა გერმანია (3 140 ტონა), ესპანეთი (478 ტონა), ჩეხეთი (445 ტონა), პოლონეთი (337 ტონა), ლიეტუვა (305 ტონა), საფრანგეთი (300 ტონა), ბულგარეთი (132 ტონა), საბერძნეთი (71 ტონა), ლატვიაი (70 ტონა), ესტონეთი (60 ტონა), ბელგიაი (41 ტონა), უნგრეთი (22 ტონა), ხორვატია (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში (1 198 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (301 ტონა), რუსეთში (358 ტონა), საუდის არაბეთში (276 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (91 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), თურქეთში (68), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), ტუნისში (27 ტონა),  გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023