სოფლის მეურნეობა
30/11/2020

საქართველომ თხილის ექსპორტიდან $60 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

საექსპორტო ბაზრებზე ქართული თხილის ექსპორტი გაზრდილია.
 
2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში ექსპორტირებულია 11 311 ტონა თხილი, რაც 37%-ით მეტია, ვიდერე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. თხილის ექსპორტიდან საქართველომ $59.3 მლნ მიიღო (+46%). აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით არის გაზრდილი.
 
ქართული თხილის ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის:
 
გერმანიაში (3 287 ტონა), იტალიაში (2 320 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (311 ტონა), ბულგარეთში (300 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (84 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ლუქსემბურგი (60 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).
 
ქართული თხილი ასევე იყიდება სომხეთში (572 ტონა), რუსეთში (540 ტონა), თურქეთში (530), ბელარუსში (284 ტონა), უკრაინაში (198 ტონა), ბრაზილიაში (186 ტონა), ალჟირში (185 ტონა), კანადაში (146 ტონა), საუდის არაბეთში (95 ტონა), მექსიკაში (67 ტონა), სირიაში (50 ტონა), შვეიცარიაში (47 ტონა), უზბეკეთში (43 ტონა), იორდანიაში (38 ტონა), ერაყში (24 ტონა), დიდ ბრიტანეთში (22 ტონა), აშშ-სა (19 ტონა) და სხვა.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022