სოფლის მეურნეობა
21/12/2021

საქართველომ მანდარინის ექსპორტიდან $16 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან $15.7 მლნ–ის ღირებულების მანდარინია ექსპორტირებული.

2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 31.9 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 34%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 267 ტონა), სომხეთში (5 254 ტონა),  უკრაინაში (3 138 ტონა), მოლდოვაში (443 ტონა), ყაზახეთში (281 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (83 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა). 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023