სოფლის მეურნეობა
16/04/2021

საქართველომ ხორბლის წარმოების მხოლოდ 0.6%-ით გაზრდა შეძლო

საქართველოში ხორბლის წარმოება კვლავინდებურად დაბალ მაჩვენებელზეა.

2020 წელს ქვეყანამ 101.2 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, რაც წლიურად მხოლოდ 0.6%-იანი ზრდაა.

შემცირებულია ქერის წარმოება 13.8%-ით და 2020 წელს 46.1 ათასი ტონა შეადგინა.

სამაგიეროდ რეკორდულ ნიშნულზეა სიმინდის წარმოება. 2020 წელს ქვეყანამ 263 ათასი ტონა სიმინდის წარმოება შეძლო, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 27%-ით მეტი.

2020 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხორბლისა და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.2 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 1.9 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022