საქართველომ დამატებით 15 000 ტონა ამერიკული ხორბალი მიიღო
საქართველომ ამერიკული ხორბლის ახალი პარტია მიიღო, - ფოთის პორტში ხორბლით დატვირთული თბომავლის „ოუშენ გრანდის“ შემოსვლაზე ინფორმაციას „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“ ავრცელებს.
„ჩვენი ასოციაციის წევრ კომპანია, შპს "ფოთის მარცვლეულის ტერმინალის " მიერ ამერიკულ მხარესთან 30 000 ტონა ამერიკული სასურსათო ხორბალზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში შემოტანილია 14 000 ტონა მაღალხარიასხიანი ამერიკული ხორბალი. 25 დეკემბერს იგეგმება ამერიკული ხორბლით დატვირთული მეორე გემის შემოსვლა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ 30 000 ტონა ამერიკული ხორბლის იმპორტი დროული და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რეგიონალურ ბაზარზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა შექმნილი და არის საშიშროება, რომ ხორბლის ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს რიგი სახელმწიფოების მხრიდან“, - აცხადებს ასოციაცია.
ასოციაციის ინფორმაციით, შემოტანილი ამერიკული ხორბლის მთლიანი მოცულობის რეალიზაციის შედეგად , მიღებული თანხები, პროგრამის„სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში მოხმარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს.