სოფლის მეურნეობა
27/01/2022

საქართველო ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტზე მოლაპარაკებებს ისრაელთან აწარმოებს

საქართველო ცოცხალი ცხოველების და ხორცის ექსპორტზე მოლაპარაკებებს ისრაელთან აწარმოებს.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ქვეყნის ბაზრის ათვისება მოხდება.

რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ სიტუაციას, საქართველოს რამდენიმე საერთაშორისო ბაზარი აქვს ათვისებული.

როგორც ბექა გონაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ძირითადად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე ერაყში გადის, თუმცა ბოლო პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გადის ეგვიპტესა და ლიბიაში. რაც შეეხება ცხვარს, საქართველო ძირითადად დამოკიდებულია საუდის არაბეთზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძირითადი შემსყიდველი იყო. პირუტყვი გადის აგრეთვე ლიბანში. რამდენიმე რეისი შესრულდა ქუვეითსა და დუბაიში.

„ამ კუთხით საამაყო მდგომარეობა არ გვაქვს. ჩემი აზრით მეტია გასაკეთებელი, რომ უფრო მეტ ბაზარზე გავიდეთ“, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ცხვრის ხორცი სტაბილურად გადის დუბაიში, ქუვეითსა და ყატარში.

„ამ კუთხით, ნორმალური მდგომარეობაა. წინა წელს, პანდემიის გამო ამ პერიოდში უფრო მეტი ცხვარი დარჩა გასაყიდი“, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023