სოფლის მეურნეობა
31/03/2023

საქართველო "ნულოვანი ნარჩენის" ინიციატივას უერთდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს სახელით მხარი დაუჭირა „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ ინიციატივას. შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77/161 რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და თურქეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული. ინიციატივას მხარი 105 ქვეყანამ დაუჭირა.

„საქართველოსთვის „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომის დანერგვა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის ძირითადი ფოკუსია ნარჩენების პრევენციის მიმართულებით მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. „ნულოვანი ნარჩენის “ ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განცხადებას და მოწოდებას უფრო აქტიურად და ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ პლანეტის სამმაგ კრიზისს- ბიომრავალფეროვნების  კარგვას, კლიმატის ცვლილებას და დაბინძურებას. „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომა ახალ შესაძლებლობას უქმნის ბიზნეს სექტორს უნარჩენო და ცირკულარული წარმოების დანერგვის მხარდასაჭერად“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სოლომონ პავლიაშვილმა  „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ კონცეფციის დასანერგად ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორცილების აუცილებლობაზე ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის აქტიური მონაწილე საქართველოც იქნება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023