სოფლის მეურნეობა
26/09/2022

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო - მეხუთე ეტაპი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მირება 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და იმერეთის რეგიონების 118 ერთეული საძოვრის მონაცემები, მათ შორის, ასპინძა - 2, ახალციხე - 1, ნინოწმინდა - 9, ბორჯომი - 13, დმანისი - 24, თეთრიწყარო - 1, წალკა - 2, საგარეჯო - 4, დედოფლისწყარო - 15, თელავი - 4, სიღნაღი - 4, ყვარელი - 14, ახმეტა - 4,  მცხეთა - 1, გორი - 3, კასპი - 1, წყალტუბო - 15, ბაღდათი - 1.

დღეის მდგომარეობით, ხუთ ეტაპად, სულ გამოქვეყნდა 479 ერთეული აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები, საერთო ფართობით - 49,754 ჰექტარი. ამჟამად, ხელმისაწვდომია და განაცხადების მიღება წარმოებს 118 მათგანზე. 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023