სოფლის მეურნეობა
21/01/2021

რძის წარმოების ეფექტიანობის გაზრდაში საქართველოს FAO დაეხმარება

საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების წარმოების ეფექტიანობის გასაზრდელად FAO-ს ექსპერტები რეკომენდაციების პაკეტზე მუშაობენ. სპეციალისტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიქირავა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გაიწერება ყველა ის საჭიროება, რომელიც რძის უფრო ეფექტური წარმოებისთვის არის აუცილებელი.

„ექსპერტთა ჯგუფი უკვე მუშაობს და მათი რეკომენდაციები დაგვეხმარება ქვეყანაში რძის წარმოება უფრო ეფექტური გახდეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უკვე გვაქვს კარგი მაგალითები, როდესაც ახალგაზრდა ფერმერებმა, ვინც მხოლოდ ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ამ სექტორში, მიაღწიეს წველადობის დღეს არსებულ საშუალო მაჩვენებელზე უფრო მაღალ შედეგს. ეს პოზიტიური პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა,“ - გიორგი ხანიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.

ქვეყანაში საშუალოდ 550 მლნ ლიტრი რძე იწარმოება. აქედან ორგანიზებულ ფერმერულ მეურნეობებზე საშუალოდ 23 მილიონი ლიტრი მოდის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023