სოფლის მეურნეობა
24/03/2022

რატომ არიან ქართველი ფერმერები რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული - ნინო ზამბახიძის განმარტება

ქართველ ფერმერებს რუსეთის ბაზართან კომუნიკაცია ძალიან ემარტივებათ და ეს იმ ფონზე, როდესაც ამ მხრივ დიდი გამოწვევებია ევროპის ბაზარზე, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა. 

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ყოველწლიურად რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება იზრდება და ამაზე მოქმედებს რუსეთის პროპაგანდა, როდესაც ფერმერებს ესაუბრებიან იმაზე, რომ ბევრად მარტივად შეუძლიათ ამ ქვეყნის ბაზარზე შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს.

"ამავე დროს, ჩვენ, პროდასავლული ღირებულებების ადამიანები დავდივართ ფერმერებთან, თუმცა ვერ ვაძლევთ იმედს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი ძალიან სწრაფად შევა ევროპულ ბაზარზე. მიზეზი ცოდნის ნაკლებობაა, ასევე არ გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა და ფერმერებს არ უნდათ გაერთიანება. თუ გვინდა, რომ მზად ვიყოთ ექსპორტისთვის, უნდა გვქონდეს უწყვეტი მიწოდება და წარმოების შესაძლებლობა.

იმის მიზეზი, რომ ჩვენი ბიზნესი ორიენტირებულია რუსეთში ექსპორტზე, არის ის, რომ ხარისხს არ ითხოვენ, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება და ამით ძალიან მანიპულირებს რუსული მხარე. სამწუხაროდ, რაც არ მომწონს ამ ხელისუფლების არის სუბსიდირება, განსაკუთრებით ყურძნის. მიმაჩნია, რომ ეს ეკონომიკისთვის არ არის კარგი მამოძრავებელი ძალა, რაც ღვინის ხარისხზეც აისახება. ფასის ფაქტორიც მოქმედებს, მაგალითად, მოცვის ფასი ევროპულ ბაზარზე $2-$3-მდე მერყეობდა და რუსეთის ბაზარზე $8 იყო. ახალ კარტოფილშიც ყოველთვის ყველაზე მეტს რუსეთი და უკრაინა იხდიდა. ხარისხთან და ფასთან ერთად არის ენობრივი ბარიერი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ძალიან ემარტივებათ რუსეთის ბაზართან კომუნიკაცია, როდესაც ამ მხრივ ძალიან დიდი გამოწვევაა ევროპის ბაზარზე. ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ბევრი ისევ გასაკეთებელია და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩაიდის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის," - ამბობს ნინო ზამბახიძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023