სოფლის მეურნეობა
27/05/2021

რატომ არ არის პოპულარული ბიოწარმოება - აგრარულ საკითხთა კომიტეტი მიზეზებს იკვლევს

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევების გადაჭრისა და შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის აუცილებელი მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებთან ერთად იმსჯელა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბიომეურნეობების სიმცირე, მცირე ფერმერების გადაიარაღების აუცილებლობა და ლაბორატორიული რესურსების სიძვირე დასახელდა.

„საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ბაზრის ათვისება იყოს საკვანძოდ მზარდი. ის მასშტაბი, რომლითაც ჩვენი პროდუქცია გადის ევროკავშირში არ არის საკმარისი. უფრო მეტ ქართველ მეწარმეს უნდა ჰქონდეს წვდომა ამ ბაზართან. ამ თემატური მოკვლევის ფარგლებში სწორედ იმაზე ვმუშაობთ, რომ გამოიკვეთოს ის მიმართულებები, საჭიროებები და მექანიზმები რომლითაც შესაძლებელი იქნება მიზნის მიღწევა. ერთი საკვანძო მიმართულება არის ბიომეურნეობები და ბიოწარმოება, ამ თვალსაზრისით გვექნება გარკვეული რეკომენდაციები. ასევე გამოწვევა არის ლაბორატორიული მომსახურების ფასები. განსაკუთრებით მცირე ფერმერები აწყდებიან ამ პრობლემას. ასევე გამოწვევაა მცირე და საშუალო ფერმერების გადაიარაღება იმისთვის რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები,“ - განმარტავს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

აგრარული კომიტეტი საკითხზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ამ მიმართულებით რეკომენდაციებს შეიმუშავებს. შეხვედრები მომდევნი დღეებშიც გაიმართება და საბოლოო რეკომენდაციების პაკეტი სავარაუდოდ 2-3 კვირაში გამოქვეყნდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023