სოფლის მეურნეობა
27/09/2021

რამდენს მიიღებენ საწარმოები არასტანდარტული ვაშლის შეძენა-გადამუშავებისთვის - სესხის პირობები

არასტანდარტული ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული სესხის თანხა, თითოეულ საწარმოზე, 500 000 ლარიდან 5 მლნ ლარის ჩათვლით განისაზღვრა, - მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტში ცვლილებები განხორცილდა.

ცვლილებების მიხედვით დაზუსტდა არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის გასაცემი კრედიტის თანხა. 

წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ხილის გადამმუშავებელი 8 საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია, მეტწილად, ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება.

სამრეწველო ვაშლის დაბინავების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, სამრეწველო ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს - ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ, 22 თეთრად შეისყიდიან.

26 სექტემბრის მონაცემებით, 3 700 ტონაზე მეტი სამრეწველო ვაშლი უკვე გადამუშავებულია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023