სოფლის მეურნეობა
16/06/2020

რაიმუნდ იელე: აგროსექტორს სჭირდება მოქნილობა და სიძლიერე ცვალებად გარემოზე მოსარგებად

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას ურჩევს. „ბიზნესპარტნიორთან“ ვრცელ ინტერვიუში რაიმუნდ იელე, რომელიც საქართველოში FAO-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ მცირე შინა მეურნეობებში წარმოების კორონა ვირუსის მიერ შექმნილი კრიზისის პირობებში ერთ-ერთი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება.

„ყურადღება უნდა გამახვილდეს სექტორის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით კი საოჯახო მეურნეობებზე, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის ხერხემალია. ძალიან მნიშვნელოვანია პატარა შინა მეურნეობებში წარმოების მოცულობის გაზრდა. ასევე უმნიშვნელოვანესია, გაგრძელდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაცია.

ახალი რეალობა ასევე მოითხოვს კონკრეტულად იმ საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერას, რომლებიც ყოველდღიურ გაყიდვებზე არიან დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, ბაზრის დაკეტვის მიუხედავად გაყიდვის საშუალებაც ექნებათ, რაც შემოსავლის მიღების წინაპირობაა. სოფლის მეურნეობას სჭირდება მოქნილობა, და სიძლიერე იმისთვის, რომ მოერგოს ცვალებად გარემოს. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრავალდარგობრივი თანამშრომლობაც“,- აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.

 

Businesspartner